ქაბზოს სამყარო

ავტორი • 15/11/2016 • მოდაკომენტარი (0)1799


მოდა არასდროს ჩერდება ერთ ადგილზე, ის მუდმივად იცვლის მიმართულებას. თავისთავად ეს აქსესუარების მოდასაც ეხება. წელს, აქსესუარების მრავალფეროვნებამ მსოფლიო დაიპყრო. უჩვეულო მასალები, ფორმები და ზომები გარკვეულ ჩარჩოებს გაცდა. ამ თემაზე სასაუბროთ, ფოტოესეს მორიგი სტუმარი ინტერიერის და აქსესუარების დიზაინერი ნინო ქაბზინაძეა.

img_6071“ქაბზო”facebook-icon-previewნინო ქაბზინაძე
ინტერიერის/გრაფიკული დიზაინერი.

“ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე. აქსესუარების კეთება ჰობიდან-ბიზნესში გადაზრდილი საქმიანობაა. ბრენდის სახელი “ქაბზო” ჩემი გვარიდან გამომდინარე წამოვიდა, ბავშვობიდან ქაბზოს მეძახიან.

ინსპირაციას ყველაფრისგან ვიღებ. იქნება ეს რაიმე ილუსტრირებული წიგნი, ლამაზად გაფორმებული კერძი, ადამიანი თუ გარემო რომელიც ირგვლივ არის.

რთულია ქაბზოს მომხმარებლის იდენტობის მარტივად განსაზღვრა, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ – კარგი გემოვნება, უნიკალურობა და სითამამე რომელიც ხელს უწყობს იყვნენ განსხვავებულები. 15 წლიდან 65 წლამდე ასაკის ქალბატონებიც ატარებენ ჩემ შექმნილ ბროშებს და მამაკაცებიც კი. საკმაოდ ხშირად მიკვეთავენ ბროშებს სასაჩუქრედ როგორც გოგონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.”

“საქართველოში ბევრი ადამიანი ქმნის აქსესუარებს, თუმცა ქაბზოს ნამუშევრები უნიკალურია იმით რომ, მთლიანად ხელნაკეთია და მასალაც, რომელსაც მე ვიყენებ – თაბაშირი და თიხა, აქსესუარებში არც ისე ხშირად გვხვდება. მასალას და ფორმებს ხელით ვამუშავებ და ვჭრი, და ის წვრილი დეტალები რომელიც ბროშებზეა დატანილი, ხელითაა მოხატული. ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა, პრინტი ხომ არ არისო? არ ვიცი ეს კომპლიმენტად მივიღო თუ არა. უკვირთ, ასეთი დეტალური ნახატი როგორ შეიძლება ხელით დაიხატოს.”

“პერსონალური გამოფენა როგორც ასეთი ჯერჯერობით არ მქონია. რაც შეეხება მაშტაბურ პროექტებს, როგორც მაგალითად, მოდის კვირეულია, ჯერ თავს ვიკავებ, თუმცა შემოთავაზება მქონია. არ მინდა უბრალოდ მივიტანო და დავდო ჩემი პროდუქცია, და ხალხმა უბრალოდ დაათვალიეროს, ცოტა სხანაირი კუთხით მინდა რომ, გავაკეთო გამოფენა თუ შოუ.”


ფოტო: გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *