Mercedes-Benz Fashion Week TBILISI

ავტორი • 12/11/2016 • საზოგადოებაკომენტარი (2)2796


Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მეოთხე სეზონი, თბილისში, 3-7 ნოემბერს გაიმართა და მასში 40-მდე ქართველმა და უცხოელმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. წინა სეზონების წარმატებას, მსოფლიო მოდის წარმომადგენლების, ქართული ხელოვნებისა და კერძოდ ქართველი დიზაინერების მიმართ დიდი ყურადღება ამტკიცებს.

მოდის კვირეულს, რამდენიმე საერთაშორისო პრესის წარმომადგენელი, მოდის ფოტოგრაფი, ბლოგერი და ბაიერი ესტუმრა.

წარმატებული ოთხი სეზონის შემდეგ, თბილისიც მოდის დედაქალაქების სიას შეუერთდა და ,,Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi” მსოფლიო კალენდარშიც შემოიხაზა.


 

keti-chxikvadze-1დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე


DALOOD


“ქართველი ქალებისთვის მოდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას თბილისის 2 მოდის კვირეულიც ადასტურებს: Tbilisi Fashion Week-ი და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. საინტერესოდ გადანაწილენენ მოდის კვირეულებში მონაწილე დიზაინერებიც: Tbilisi Fashion Week-ი დამწყებ ტალანტებს მასპინძლობს, უკვე დიდი ხნის სტაჟის მქონე დიზაინერები კი უპირატესობას Mercedes-Benz Fashion Week-ს ანიჭებენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და საზოგადოებას 40-ზე მეტი დიზაინერი წარუდგინა, ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, ბრაიან გრიფინის გამოფენა “Mother Georgia”-სთან ერთად, რომელიც თბილისს პირველად 1 წლის წინ, ფოტოკონკურს Kolga Tbilisi Photo-ს ფარგლებში იმავე გამოფენით ეწვია. Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი, ქართველი დიზაინერი და Thierry Mugler-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, დავიდ კომა ეწვია.

დავიდ კომას თბილისში ჩამოსვლის მიზეზი მერსედეს ბენცის 2017 წლის მოდელ CLA-ს სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული მოკლე მეტრაჟიანი ფილმია, რომლის კოსტუმებზე სწორედ კომამ იმუშავა. ფილმში ბრიტანელი მომღერალის, სტინგის ქალიშვილი ელიოტ სამნერი და მისი მეგობარი გოგონა, გერმანელი მოდელი ლუსი ვონ ალტენი მონაწილეობენ.”

ქეთი ფოფხაძე


img_6686

დიზაინერი AVTANDIL


img_9448დიზაინერი VASKA


alelier-10a-2

img_0672‘Atelier 10’A’, დიზაინერი იკა ბობოხიძე


alelier-10a-6

alelier-10a-3

დიზაინერი დაშა ბაბაევა


მოდის კვირეულის ფარგლებში, ირმა შარიქაძემ სამეფო უბნის თეატრში დიზაინერული ხაზის
“Irma de Flore-ის” ახალი კაპსულა კოლექცია პერფომანსით “მე ბოშა ვარ” წარმოადგინა. ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფოტოპროექტი: ბოშები “ფარდის მიღმა” რომნელიც 8 აპრილს ბოშების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა გახდა ახალი კოლექციის შთაგონების ძირითადი წყარო, რადგან მან ავტორს საშუალება მისცა უკეთ გაეცნო ეს უნიკალური კულტურა.

ირმა შარიქაძე: “Irma de Flore-ისთვის დამახასიათებელი ვინტაჟური ქსოვილების გარდა ახალ კოლექციაში ყაისნაღის ქსოვის ტექნიკის გამოყენებით, შეიქმნა მაღალი ხარისხის ხელნაკეთ თბილი ფერებით გაჯერებულ ტანსაცმელი და აქსესუარები.”

img_6879

img_6854
დიზაინერი ირმა შარიქაძე


ალექსანდრე ახალკაციშვილი: “კოლექციის ინსპირაცია “საწყისების კარგვაა”. ეს საწყისები ყოველდღიურობის ნაწილია ნაწილებია – ბედნიერება, სიმშვიდე, ყველაფერი ის რისთვისაც ვიბრძვით, რისკენაც ვილტვით, რომ მოვეკიდოთ და შევინარჩუნოთ.ადამიანები ყოველდღიურად იბრძვიან ამისთვის, ზოგი პროტესტების გზებით, ზოგიც ჩუმად…”

akhalkatsishvili-2

MATÉRIEL, ალექსანდრე ახალკაციშვილი


რაც შეეხება 2017 წლის საგაზაფხულო ტენდენციებს, Mercedes Benz-ის მოდის კვირეულმა გვიჩვენა, რომ ქართველი დიზაინერები თავისუფალი სილუეტებისკენ იხრებიან. სილუეტებში დიდი ზომის თარგზე გამოჭრილი ფორმები, ქამრების დეტალები და ნაოჭიანი სახელოები ჭარბობდა, დრაპირებულ, ასიმეტრიულ დეტალებთან ერთად. ამ მხრივ გამონაკლისი დათუნა სულიკაშვილია, რომელმაც ტრადიციულად ქალური, კლასიკური სამოსი წარადგინა. ყველა ასაკის ქალბატონებისთვის შექმნილი საღამოს კაბები ჯაბა დიასამიძემაც შემოგვთავაზა.

დათუნა სულიკაშვილი: “აბრეშუმისა და ხავერდის ნაჭრის სამოსს, კრისტალებით და მარგალიტებით ნაქარგები, მეტ პოეტურობას მატებს.”

_jud9167

_jud9192

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი


_jud9833

დიზაინერი ჯაბა დიასამიძე


ქეთევან შავგულიძე: “სტამბოლში მოგზაურობა და აია სოფიას ტაძრის მოზაიკიდან მიღებული შთაბეჭდილებები გიორგი შაღაშვილისათვის შთაგონების წყარო იყო, რომელსაც შემდგომში მოზაიკის სპეციფიკისა და მისი განვითარების ღრმა კვლევა მოჰყვა. გეომეტრიული ფორმებით გატაცებული ავტორისთვის, უძველესი დროიდან დღემდე ფერადი კენჭების, სმალტის, მარმარილოს თუ მინანქრის პატარ-პატარა ნაჭრებისაგან შედგენილი მომნუსხველი კომპოზიციები მომავალი კოლექციის ამოსავალ წერტილად იქცა. უნივერსალურმა მიკრო გეომეტრიულ ფორმებმა წარსულიდან აწმყოში – კაბებზე, პერანგებზე, ჩანთებზე გადაინაცვლა და თანამედროვე ციფრულ სამყაროში პიქსელის აცოციაციადაც კი იქცა.”

george-shaghashvili-2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

george-shaghashvili-7დიზაინერი გიორგი შაღაშვილი


ნინო ბაბუხადია: “ინსპირაცია ფილმებიდან Juice და The Dreamers.”

babukhadia-1დიზაინერი ნინო ბაბუხადია


განსხვავდებოდა ჩვენებების კონცეფციებიც: ავთანდილმა და თამუნა ინგოროყვამ გადაწყვიტეს, დახურული ჩვენებები გაემართათ და მხოლოდ ჟურნალისტები და ბაიერები მიეწვიათ, რია ქებურიამ ორიგინალური წარმოდგენა მოაწყო, მოდის კვირეულის გამორჩეული აქცენტი ოსკარის ნომინანტი ფილმის  “The Grand Budapest Hotel”-ის გაცოცხლებული დეკორაცია იყო, რომელიც 711-მა ულამაზესი აქსესუარების წარსადგენად შექმნა და სტუმრების Selfie-პოზირების ლიდერ ლოკაციად იქცა.

img_9635დიზაინერი თამუნა ინგოროყვა


_jud9427

დიზაინერი რია ქებურია


დიზაინერი ლაკო ბუკია


ირაკლი რუსაძე და დავით გიორგაძე: “საქართველოს ახალი თაობა საკმაოდ ინფორმირებულია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. მათი სტილი თავისუფლებაზე და ინფივიდუალიზმზეა აგებული.”

situationist-3

Situationist


“საბოლოო ჯამში, უცხოელმა სტუმრებმა თბილისი საინტერესო მასალებით დახუნძლულებმა დატოვეს, ბაიერებმა კი, ახალი აღმოჩენები გააკეთეს.

რაც შეეხება ქართველ დიზაინერებს, მსოფლიო ინდუსტრიის წარმომადგენლები მათი შემოქმედებით უფრო და უფრო ინტერესდებიან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზართან ერთად, მათი კოსტიუმები უკვე ისეთ საერთაშორისო ონლაინ-მაღაზიებში იყიდება, როგორებიცაა Farfetch-ი და Moda Operandi.”

ქეთი ფოფხაძე

pantsulaia-2

დიზაინერი გიორგი ფანცულაია


Mercedes-Benz მოდის კვირეული  ენერგიული ნაბიჟებით, ხმამაღალი მუსიკით და დიზაინერ ბესარიონის კოლექციის თანხლებით  დაიხურა.

img_0849-copy

img_0766დიზაინერი BEssARION


ფოტო: ჯუდა-ხატია ფსუტური; გურამ მურადოვი; დათო ქორიძე.
ავტორები: ქეთი ფოფხაძე; აკა ფროდიაშვილი; გურამ მურადოვი.

© 2014 PHOTOESSAY
საავტორო უფლებები დაცულია! აკრძალულია მასალების გადაბეჭდვა და გავრცელება ჟურნალთან შეთანხმებისა და წყაროს მითითების გარეშე!

2 Responses to Mercedes-Benz Fashion Week TBILISI

  1. george says:

    <3 super!!!!

  2. ალექსანდრე says:

    ძალიან კარგი და რაც მტავარია ახალი და განსხვავებული პოსტია!
    მადლობა ავტორებს..!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *