ფუდ-ფოტოგრაფია / FOOD PHOTOGRAPHY

ავტორი • 01/11/2016 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)1477


თამამად შეიძლება ითქვას რომ საზოგადოება დამოკიდებულა თანამედროვე მოწყობილობებზე. ამ მოწყობილობებსშორის ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონი და ფოტოკამერაა. ერთი დღეც არ გადის ისე, რომ სხვადასხვა სოციალური ქსელების კედლებზე არ გამოჩნდეს ფოტო რომელშიც საკვებია გამოსახული – იქნება ეს ყავა, ნამცხვარი თუ სალათი. თანამედროვე სამყარო, როგორც რეალური ასევე ვირტუალური ვერ არსებობს საჭმლის და ფოტოგრაფიის გარეშე. არ გაგიკვირდებათ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ორ სიამოვნებას აერთიანებენ, ესენი არიან “ფუდ-ფოტოგრაფები”.

ამ სტატიით გვინდა გაგაცნოთ მორიგი ქართველი ფოტოგრაფი რომელიც, არა მხოლოდ პორტრეტების გადაღებითაა ცნობილი, არამედ თავისი უნიკალური ესთეტიკით ფუდ-ფოტოგრაფიაში. იცნობდეთ – ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია. (Instagram: @n_romanovskaya)

Food/ფუდ ფოტოგრაფია

რა არის ფუდ ფოტოგრაფია?

ფუდ ფოტოგრაფია – იგივე საჭმლის გადაღების ოსტატობა.

ნებისმიერ ფოტო პორტალზე კატეგორიების ჩამონათვალში რომ შეხვალთ აუცილებლად შეხვდებით შემდეგ არჩევანს: პორტრეტი, დოკუმენტური, რეპორტაჟი, ნატურმორტი, გლამური, ნიუ და ა შ. არც ისე დიდი ხანია, რაც საქართველოში საჭმლის გადაღება სრულფასოვან ფოტოგრაფიის ჟანრად აღიარეს და მხოლოდ ინსტაგრამზე დადებულ დღის მენიუს ილუსტრაციად აღარ მიიჩნევა.

ნებისმიერ კვების ობიექტს ჭირდება ხარისხიანი გამოსახულება იმისა, თუ რას სთავაზობს ის მომხმარებელს. მენიუს რომ გადაშლი, უნდა მოგშივდეს, საკვები უნდა გამოიყურებოდეს მიმზიდველად და მადის აღმძვრელად და მხოლოდ კარგ ასოციაციებს იწვევდეს.

რას წარმომადგენს ‘ფუდ ფოტოგრაფია’?

“ფუდ ფოტოგრაფია” არა მხოლოდ საჭმლის, რესტორნის ან ნებისმიერი სხვა კვების ობიექტისთვის გადაღებულ ფოტოებს მოიცავს, არამედ მასში ასევე შედის ლამაზი, ესთეტიური და კომპოზიციურად გამართული ნატურმორტები, სადაც საკვების როლში შეიძლება მხოლოდ ფინჯანი ყავა ფიგურირებდეს. სასიამოვნოა, როცა ასეთ ფოტოს გადმოაქვს ემოცია და ავტორის  განწყობა.

ორი-სამი წლის წინ ფუდ ფოტოგრაფია ასოცირდებოდა მხოლოდ ინსტაგრამზე ატვირთულ ფოტოებთან, სადაც ნებისმიერი ჩვენგანი აზიარებდა ამა თუ იმ კერძს, ანდა სრულად დღის რაციონს. ამისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰეშთეგი – #foodporn.

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო სფეროა. მუდმივ ძიებაში ხარ, იკვლევ, არჩევ ფერთა გამას, ქმნი კომპოზიციას, არჩევ სწორ განათებას, აქსესუარებს ან დამატებით აქცენტებს. კამერაში რომ იყურები, სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას და ფერს.

რამდენიმე რჩევა კარგი ფოტოს გადასაღებად:

* შეარჩიეთ ფერი, რომელიც კარგ ფონს შეუქმნის მთავარ ობიექტს და საკუთარ თავზე არ გადაიტანს ყურადღებას;

* ყველაფერი გენიალური მარტივია, ნუ გადატვირთავთ ფოტოს;

* დამუშავებისას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ არაჯანსაღი ფერის მიმცემი ფილტრები. შეინარჩუნეთ ბუნებრივი ფერები, ამ საკვების მირთმევა უნდა მოუნდეს მას, ვინც ფოტოს შეხედავს;

* სასურველია შეიძინოთ შტატივი, რომ ნებისმიერი განათების პირობებში შეძლოთ სასურველი ხარისხის მიღება;

* გამოიყენეთ სპეციალურად განკუთვნილი ოპტიკა;

* მუდმივად ათვალიერეთ წამყვანი ‘ფუდ’ ბლოგერების თუ ფოტოგრაფების, ‘ფუდ’ სტილისტების ფოტოები ინსპირაციისთვის და ტენდენციებში გარკვევისთვის;

* რამდენიმე ინსტაგრამის პროფილი შთაგონებისთვის:

@idafrosk
@kawizen
@livingthehealthychoice
@whatforbreakfast
@svmelnikoff
@_foodstories_
@mademoiselle_julee
@myblueandwhitekitchen
@danielvalko
@linda_lomelino
@local_milk
@wrightkitchen
@karpytsch


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *