თინა ჩერტოვა

ავტორი • 05/10/2016 • პორტრეტიკომენტარი (0)455


img_4074

თინა ჩერტოვა
მხატვარი

“ბავშვობიდან ვხატავ. ბაბუა მყავდა მხატვარი და მისგან ვისწავლე ბევრი რამ. შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ხატვა ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა და აუცილებლად, როგორც ყველა ადამიანს, მეც მინდა რომ ჩემ მერე რამე დავტოვო – კვალი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის ინსპირაციის წყარო იქნება.”

img_4094

“ჩემი უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო მზიურის ტერიტორიაზე ძველი საბაგიროს მოხატვა. ასევე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ილუსტრაციები, რომლებიც უსახლკარო ცხოველებს მივუძღვენი. ამით იმ კომპანიებს ვეხმარებოდი, რომლებიც უშუალოდ ამ თემაზე მუშაობენ.

როგორც ყველა ხელოვან ადამიანს, მეც მიყვარს ექსპერიმენტები და, შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებებში გამოვცადე საკუთარი თავი. სულ ცოტა ხნის წინ, ჩემი შექმნილი პერსონაჟები მაისურების გმირები გახდნენ, თუმცა ამას “პაპსა დიზაინს” ვეძახი: ეს უბრალო ჰობია, რომლითაც სახელს ვერ გაითქვამ, თუმცა განტვირთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.”

_original

“დიდი ხანია, პერსონალური გამოფენა არ მქონია; დაახლოებით 10 წლის წინ გამოვიტანე ჩემი ნამუშევრები საჯაროდ. ამ ხნის განმავლობაში ძირითადათ “სთრიტ არტით” და გრაფიკული დიზაინით ვიყავი დაკავებული. ბევრ საინტერესო პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის მოხატვაში ვიყავი აქტიურად ჩართული.”

img_4082

“დღეს  ვემზადები გამოფენისთვის, რომელიც განსხვავებულია ჩემი სტილისგან. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სურეალისტური და მძიმეც იქნება წინა ნამუშევრებთან შედარებით, რომლებიც ძირითადათ მსუბუქ, იუმორისტულ და კომიქსების სტილშია შესრულებული. ამ გამოფენის არსში ბევრი სარკაზმი დევს. უფრო ფილოსოფიური განხრით წავედი და თემა უფრო რეალურ ცხოვრებას ეფუძნება ვიდრე ცალკეულ პერსონაჟებს.”

“დრიმინგსტანი – მეოცნებეების ქვეყანა”

ერთ დღეს დრიმინგსტანის მოქალაქეებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ ომი დასრულდადა მიხვდნენ, რომ აწი მშვიდობის უნდა ეშინოდეთ. მოქალაქეებს ისე შეეშინდათ, რომ იმავე წუთას დაიწყეს ახალი კონფლიქტი, მაგრამ ამან დიდ ხანს ვერ გასტანა. დეპრესიამ მთელი ქალაქი დაფარა და ერთადერთი საშუალება მათთვის ქალაქიდან გამოღწევა იყო. გაქცევის ხელოვნება გახდა ყველაზე ღირებული.

7 ოქტომბერი, 19:00 საათი. მულტიფუნქციური ურბანული სივრცე “ფაბრიკა”,  . ნინოშვილის . 8


გურამ მურადოვი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *