მობილური ფოტოგრაფია

ავტორი • 03/10/2016 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)947


წლების წინ ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ფოტოგრაფიაში გაჩნდებოდა ახალი ჟანრი  – „მობილური ფოტოგრაფია“. 

მაგალითად 2013 წლის მონაცემებით ეგრედწოდებული „სასაპნე“ კამერების გაყიდვა 30 პროცენტით შემცირდა და ამის მიზეზი ახალი თაობის სმარტფონებისა და ანდროიდების გამოშვება გახდა, რომლებსაც ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, კარგი ფოტო კამერაც აქვს.  

დროის დაზოგვა, ინფორმაციის სწრაფი გავრცელება

ვფიქრობ,  მობილური ფოტოგრაფის პოპულარობას რამდენიმე  გარემოებამ შეუწყო ხელი. თუ კამერით გადაღებული მასალის გამოსაქვეყნებლად საჭიროა, მასალის ჯერ კომპიუტერში გადატანა, დამუშავება და შემდეგ სასურველ საიტზე ატვირთვა, მობილურით მუშაობისას ამ პროცეს საგრძნობლად აჩქარებთ. გამარტივებულია გადაღების პროცესიც. სარკული კამერისგან განსხვავებით, სმარტფონი შეუმჩნეველია, რაც დამატებითი კომფორტია ფოტოგრაფისთვის – შენს ობიექტივში სრულიად უპრობლემოდ შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც კამერაში მოხვედრა არ უყვარს და დიდი ფოტოაპარატის დანახვისას, სავარაუდოდ, თავს აგარიდებდათ. გასათვალისინებელია ისიც, რომ სმარტფონით კარგი ფოტოს გადაღებას ნაკლებად ჭირდება სპეციფიური ტექნიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება. მაგ: დიაფრაგმა, სიჩქარე და ა.შ არასოდეს გაგახსენდებათ, თუ მობილურ ფოტოგრაფიაში მოსინჯავთ ძალებს.

2013 წელს, აშშ-ში მომხდარი შტორმ “სენდის” გადასაღებად, ჟურნალმა TIME-მა ოთხი ფოტოგრაფი გაუშვა. რედაქტორმა გადაღებული მასალიდან მობილურით გადაღებული ფოტო აარჩია და ყდაზეც დაბეჭდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი გამოცემა მობილურ ფოტოს გარეკანის ფოტოდ აქვეყნებს.

g9550.60_sandy.coverჟურნალ TIME-ის გარეკანი. ფოტოგრაფი ბენ ლოუი. 2012 წლის, 12 ნოემბერი.

შემდეგ იყო The New York Times-ში  ბეისბოლის  გუნდის შესახებ გამოქვეყნებული სტატია, რომელსაც მობილურით გადაღებული ფოტოები ერთვოდა თან.

nyts-front-page-instagram-maybe-not-the-end-of-photographyფოტოგრაფი ნიკ ლაჰამი.

მობილურ ფოტოგრაფიაზე  და მის განვითარებაზე საუბრისას, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ფოტოებზე ორიენტირებულ  ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს და მობილურ აპლიკაციას –   #Instragram. სწორედ ინსტაგრამმა ითამაშა ძალიან დიდი როლი მობილური ფოტოგრაფიის პოპულარობაში.

აღმოჩენა იყო ფოტოსააგენტო Magnum-ის ფოტოგრაფის  მაიკლ კრისტოფერ ბრაუნის (Michael Christopher Brown) მობილური ფოტოგრაფია.

დღეს თითქმის ყველა საერთაშორისო ფოტო კონკურსი ცალკე კატეგორიად გვთავაზობს მობილურ ფოტოგრაფიას.  კლასიკური ფოტოაპარატით გადაღებას რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარება არავინ იცის, რა დონეზე აიყვანს მობილურ ფოტოგრაფიას და რა ადგილს დაიკავებს ის ამ დარგში საბოლოოდ.

ავტორი დათო ქორიძე


დათო ქორიძე

დათო ქორიძე ერთ-ერთი ქართველი ფოტოგრაფია რომლის ინსტაგრამის პროფილიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ფოტოებში კარგად ჩანს უნიკალური ხედვა ყოველდღიურ ცხოვრების რითმზე, რომელსაც იგი არა მხოლოდ პროფესიონალური კამერით, არამედ მობილური ტელეფონითაც აფიქსირებს.


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *