არლი

ავტორი • 28/09/2016 • მოგზაურობაკომენტარი (0)395


არლი (საფრანგეთი)
ფოტოგრაფი ჯუდა-ხატია ფსუტური

“ხუთი წლის წინ, მომეცა საშუალება, მემოგზაურა ადგილას, რომელიც ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. არლი – ეს არის ქალაქი ცენტრალურ ევროპაში. საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში. ვიყავით მე და ქალაქი. იქ პირველად დავრჩი მარტო. იქ დავივიწყე დრო და მთლიანად გადავეშვი შთაბეჭდილებებში. ძველი ევროპული სტილის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას, ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თითქმის ყველა სიტუაციის თანამონაწილე გავხდი.

სუნი, ჰაერი, ხალხი და ისტორიული მონუმენტები – საბოლოოდ ერთ დიდ სურათად იქცა ჩემს წარმოდგენაში. ყველაფრის ერთ დიდ კადრში მოთავსება მინდოდა. ეს იყო ადგილი, სადაც ახლის და ორიგინალურის წარმოდგენის საშუალება გამიჩნდა.

მქონდა საშუალება მენახა ვან გოგის უნიკალური ნახატები. ისინი ქალაქის ყველა კუთხეშია. რთულია აღწერო შეგრძნებაა, როდესაც გეძლევა შეგიძლია რეალურად ნახო ადგილი აწმყოში და იმავდროულად, იმოგზაურო წარსულში ნახატების მეშვეობით.”


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *