თეონა გოგიჩაიშვილი

ავტორი • 23/09/2016 • სტუმარიკომენტარი (0)106


ლექსები სიტყვების გარეშე

ლონდონში, მუზეუმში, პრერაფაელიტების სპეციალური განყოფილებაა. ისინი დაუპირისპირდნენ რენესანსის წარმომადგენლებს და სრულყოფილებას, დაიწყეს ნამდვილ მოდელებთან მუშაობა. პრერაფაელიტების ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ოფელიაა. მოდელი მართლა წევს წყალში. იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე იყო. მერე, ყველამ მიბაძა.
პრერაფაელიტებისგან მაქვს აღებული ციტატა, ისეთი სამყაროს შექმნა გვინდა, სადაც უკეთესი შუქი ანათებს ვიდრე სინამდვილეში, სადაც ისეთი ქვეყანა ჩანს რომელიც არსებობს… ამას ქვია ,,ლექსები სიტყვების გარეშე.“
პროექტი 2009 წელს არის გაკეთებული, ახალი  ნამუშევრები, ჩემი, სულ განსხვავებულია. ძველი გერმანული წიგნის ფურცლებზეა დაბეჭდილი და სანთელშია გავლებული.

მე დავუპირისპირდი აზრს, “რაც დიდი მით უკეთესი.” ფოტოები სათუთი, პატარა და განუმეორებელია: გააჩნია ფურცელსაც, რამდენად სავსეა ფერით. სხვადასხვა ფერს იღებს ზეთებში და ჩაიში გატარებისას.  სულ სხვაა, თუკი ერთ დღეს გავაჩერებ.  ცოცხალი არსებასავითაა – თუკი სწორად არ შეინახე, ფერსაც იცვლის და წარმავალია. პრინციპში, როგორც ყველაფერი.

 

ექსპერიმენტები

ჩემთვის ფოტო გადაღების მომენტში არ არის ფოტო – ესაა პირველი ნაბიჯი და მეორეა ის, თუ რა გამოვა ამ ფოტოსგან. ძალიან ინტუიციურია. ბევრ ექსპერიმენტს ვატარებ.

მომწონს ექსპერიმენტები, რადგან მათ ვერ გაიმეორებ და მკვეთრად ინდივიდუალურია.

დაბეჭდვის შემდეგ, ჩაის და ზეთის  ხსნარით ვღებავ. ყველა ბრენდი სხვადასხვა ფერს ტოვებს, ხელით ვმუშაობ.

დიდ ქალაქში, ბევრი შენობით და ხალხით, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და კონცენტრირებას ძნელად ვახდენ. ჩემი სივრცეა, მინდვრები ყვითელი ყვავილით, მე ეს მჭირდება. და არა ეს, ხალხი და მაყურებელი. მაგალითად, ამას წინათ ლისის ტბასთან ვიყავი. აქაურობასთან მონატრება და ბევრი პირადული რამ მაკავშირებს. იქ, სადაც მეტი ყოველდღიურობა მაქვს, მეტი საშუალებაა, ყოველდღიურობიდან გამოვიდე და სხვა რამე შევქმნა. მინდა, რომ მძღოლი მყავდეს (მართვის მოწმობა არ მაქვს), სადაც გამეხარდება, გავაჩერო და გადავიღო.

praeraffaeliten54 praeraffaeliten5 praeraffaeliten3 praeraffaeliten1 praeraffaeliten_2 praeraffaeliten praeraffaeliten-11 p1010307_bearbeitet p1010293_bearbeitet p1010258_bearbeitet


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *