ნინო სეფიაშვილი
დიზაინერი
“ჩვენ ვიცით რა ვართ, მაგრამ არ ვიცით, რა გავხდებით,“ – ეს სიტყვები შექსპირს ეკუთვნის და მე მას ვეთანხმები. უცნაურია, მაგრამ ლიტერატურა დიდ ინსპირაციას მაძლევს. მხატვრობაზე მეტსაც. შემიძლია მიყვარდეს სხვადასხვა ნაწარმოები სხვადასხვა დროს და მათგან, რაღაც ახალი გავიგო ჩემ შესახებ.
ჩემს იდენტობას შავი ფერი განსაზღვრავს. განწყობის გადმოცემაში განსხვავებული ქსოვილები მეხმარება. მათი დახმარებით გადმოვცემ იმ ნიუანსებს, რომლებსაც ადამიანთა ხასიათში ვპოულობ.
გაუცნობიერებლად, ჩემს ნამუშევრებს სახეს ვუფარავ. ალბათ, იმიტომ რომ, ბოლომდე არც მე მანახებენ საკუთარ თავს. დასრულებული სახე არ აქვთ, შეიძლება, თვითონ იციან ვინ არიან, მაგრამ არ იციან, რა შეიძლება გახდნენ… ამიტომ, მაყურებელს/დამთვალიერებლებს მათ არ ვანდობ.”
ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი
ესაუბრა: თაკო ფოლადაშვილი
სიხა შემდეგი:
დათა თავაძე