მუყაოს ჭერქვეშ

ავტორი • 23/09/2016 • დოკუმენტურიკომენტარი (0)306


ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, უწესრიგოდ მიმობნეული, სახელდახელოდ ნაგები ასობით სახლია. ეს დასახლება, რომელსაც ადგილობრივები “ოცნების ქალაქს” უწოდებენ, 2012 წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ძირითადად კი, მაღალმთიანი აჭარიდან თვითნებურად ჩამოსახლებულმა 2 000-მდე ოჯახმა ააგო. როგორც “ოცნების ქალქის” მკვიდრები ყვებიან, თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილებიდან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გადმოსახლდნენ, თუმცა პირობები ახალ საცხოვრებელშიც ძალიან მძიმეა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახები ხელვაჩაურში უკანონოდ დასახლდნენ, მათი საცხოვრებლისა და სოციალური მდგომარეობის პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია.

01

ვისაც შესაძლებებლობა ჰქონდა, სახლები ქვისგან აიშენა, საცხოვრებლების უმეტესობა კი ხისგან, მუყაოსგან და ლითონის ნაჭრებისგან სახელდახელოდაა აგებული.

02

დასახლებაში არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, სახლებში ცივა, სახურავებიდან წყალი ჟონავს.

03

ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ მათს, განსაკუთრებით კი მათი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

04

მოსახლეობა ხშირად მართავს აქციებს დახმარების მოთხოვნით.

07

2015 წლის 2 მარტი. “ოცნების ქალაქის” მოსახლეობა ბათუმში გამართულ აქციაზე ითხოვს, რომ მთავრობა დასახლებაში მცხოვრები უსახლკარო და მარჩენალდაკარგული მოსახლეობის გარდა, სხვა ოჯახებსაც დაეხმაროს.

08

რამინ ლომიძე წალკაში საცხოვრებელი სახლიდან მეპატრონემ გამოასახლა. როგორც ამობს, “ოცნების ქალაქში” გადმოსახლება მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო.

09

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან.

10

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი, მაკა გორგილაძე ამბობს, რომ მის შვილს ხშირად სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუმცა “ოცნების ქალაქში” სასწრაფოც ძნელად აღწევს.

11

მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალური დახმარებაა, რაც, როგოც ამბობენ, უმეტესად საკვებისა და აუცილებელი წამლების შესაძენადაც არ არის საკმარისი.

12

“ოცნების ქალაქის” მოსახლეობის დიდი ნაწილი ბავშვები არიან.

13

წვიმიანობის პერიოდში ტერიტორიის უმეტეს ნაწილს წყალი ფარავს, ამიტომაც ბავშვები გზამდე მშობლებს ხელში აყვანილები მიჰყავთ.

14

2015 წლამდე “ოცნების ქალაქში” წყალიც არ იყო. დღეს წყალი შემოყვანილია, თუმცა გრაფიკით მიეწოდებათ. იგივე სიტუაციაა ელექტროენერგიასთან დაკავშირებითაც.

15

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ადგილობირვების ნაწილი ოჯახის სარჩენად ჯართს აგროვებს და აბარებს.

17

უახლოესი სკოლა, საავადმყოფო და სხვა დაწესებულებები ბათუმშია.

16

“ოცნების ქალაქის” მოსახლეობა ყოველდღე იმის შიშშია, რომ საცხოვრებლებიდან გაასახლებენ და ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, წასასვლელიც არსად აქვთ.

18


ავტორი / ფოტოგრაფი: იანა ყორბეზაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *