აღმოაჩინე ელიავა

ავტორი • 23/09/2016 • დოკუმენტურიკომენტარი (0)318


ზუბალაშვილების ქუჩაზე რეზიდენციის კარი ორ შენობას შორისაა მოქცეული. აქ პირველად ვარ, იანა რამდენიმე  დღეა ანტონთან და იგორთან ერთად ელიავას ბაზრობაზე დადის. ისინი მოსკოველი ურბანაქტივისტები არიან, რომლებიც პროექტში ,,აღამოჩინე ელიავა“ მონაწილეობენ.

იანა გზაში მიყვებოდა, რა აგრესიულად მოექცა მათ ერთი კაცი. მოგვიანებით, ბიჭებიც იმავე ისტორიას მიყვებიან. მონაყოლის გასანეიტრალებლად იმასაც ამბობენ, რომ ელიავაზე სასიამოვნო ადამიანებსაც შეხვდნენ. მაგალითად ქალბატონს, რომელიც ყველაზე გემრიელ ყავას ამზადებს. ანტონი ამბობს, რომ მას ახალგაზრდებისთვის კაფეს გახსნა უნდა.

იგორი და ანტონი Partizaning Organized აქტივისტები არიან. პროექტის ფარგლებში ელიავაზე კვლევას აკეთებენ.

Partizaning Organized – ეს არის კოლექტივი, მოძრაობა და ვებ-გვერდი, რომელიც ახორციელებს ხელოვნებაზე დაფუძნებული აქტივიზმის, ინტერვენციებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ურბანული დაგეგმარების ცვლილების მაგალითების დოკუმენტირებას.

Partizaning Organized მიზანი ქალაქის რეგენერაციასა და სოციალურ აქტივიზმში ხელოვნების, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტის როლის კვლევა და გამოყენებაა. ის ახდენს მსოფლიოში არსებულ საჯარო სივრცეებში, ქალაქებისა და ადამიანების ურთიერთობებში ხელოვნების როლის დოკუმენტირებასა და ანალიზს.

შეკითხვაზე, რა არ მოსწონთ თბილისში, გულახდილად პასუხობენ: რა თქმა უნდა, ბევრი ავტომობილი, დაბინძურებული ჰაერი და უამრავი „ჯიპი“, როგორც  სტატუსის მაჩვენებელი.

ელევიაზე სიარულის შემდეგ იგორს და ანტონს ხალხის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზეც ექმნება წარმოდგენა: „ეშინიათ და არ ენდობიან.“

პროექტის ფარგლებში, პარტიზანმა აქტივისტებმა ლიტერატურის მუზეუმში ჩაატარეს ლექცია,  დაამზადეს პოსტერები, რომლებიც ქალაქში პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პოსტერების გვერდით გააკრეს. „ლეგალიზაცია მარიხუანას“ და „ერთად დავდგეთ საცობებში“  – ეს მათი სლოგანებია.

თბილისის შემდეგ,  იგორი ნიუ-იორკში, ანტონი კი ჰელსინკში გაემგზავრა. „აღმოაჩინე ელიავა“ კი ახალ და საინტერესო ადამიანებს ელოდება.

აღმოაჩინე ელიავაგრძელვადიანი პროექტია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე გრძელდება და მიზნად ისახავს ხელოვნებით საზოგადოების ყურადღების მიმართვას გარემოს დაცვაზე, რესურსების ეფექტურად გამოყენებაზე.

პროექტშიაღმოაჩინე ელიავა“ geoAIR თანამშრომლობს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან. პროექტი ხორციელდება ინიციატივის GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით.

ჯგუფის “Partizaning” რეზიდენციაში ყოფნას უზრუნველყოფდნენ ორგანიზაცია  CEC ArtsLink და ფონდი Black Sea Trust for Regional Cooperation.



ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი
ესაუბრა თაკო ფოლადაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *