ბაბუას, რომელსაც არ ვიცნობდი, ბებიას, რომელიც არ მახსოვს…
ერთმანეთი 1949 წელს, თბილისში, გაიცნეს. დედა ამბობს, დიდი სიყვარული ჰქონდათო. როცა წერილები წავიკითხე, დავეთანხმე. 22 წელი გაატარეს ერთად. ი. კ. ცნობილი ქირურგი იყო, ამიტომ ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, ზრდიდნენ ერთადერთ შვილს, რომელიც ყველგან თან დაჰყავდათ, ნადირობასა და რთულ ოპერაციებზეც კი: ასეთ დროს ყოველთვის, პატარა სკამზე შემდგარ, 8 წლის გოგოს გვერდით ექთანი ედგა, რომ ცუდად არ გამხდარიყო.
მერე იყო უბედური შემთხვევა – ავტოავარია 1973-ში…
მე მათი სახეები ფოტოებიდან ვიცი. ისტორიები წერილებიდან და დეტალები – ნივთებიდან, რომლებსაც ყოველთვის ვინახავ. როცა მისი გრძელი, ყვავილებიანი კაბა მაცვია, ამბობენ, რომ მიხდება. ასე ახლა აღარ კერავენ, ნაჭრებიც სხვა იყო… ეს ყველაფერი ქმნის ჩემთვის კავშირს, რომელიც თითქმის არ არსებობდა. თავიდან ვუღრმავდები დეტალებს, ვაწყობ სცენებს. ასეთ დროს მეჩვენება, რომ “კარადის სუნს” ვგრძნობ.
ქეთა ღვინეფაძე
საკუთარი მე შემდეგი:
The Tiger Lillies