ლომოგრაფია

ავტორი • 22/09/2016 • ფოტოგრაფიაკომენტარი (0)576


რა არის ლომოგრაფია?

ლომოგრაფია – ეს არის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც კადრების რაოდენობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებზეც ყველაფერი შეიძლება იყოს ასახული, ვიდრე ერთ კონკრეტულ მხატვრულ ფოტოს. ლომოგრაფია არის “თეძოდან გადაღების” პრინციპი, ანუ ფოტოგრაფი არ იყურება ხედის მაძიელებში და იღებს ფოტოებს ‘ბრმად’. სახელწოდება მომდინარეობს ფოტოაპარატების მწარმოებლის სახელიდან, “ლომო” –  ლენინგრადის ოპტიკური-მექანიკური გაერთიანება. ლომოგრაფიის მიზანია ცხოვრების მომენტების შესწავლა და დოკუმენტირება ლომოგრაფირების გზით.

ლომოგრაფია, როგორც ფოტოგრაფიის ახალი და კრეატიული მოძრაობა და პირველ რიგში, როგორც ხელოვნება, 1991 წელს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიწყო. რა არის ლომოგრაფია? პირველ რიგში ეს არის ფოტოგადაღების პროცესი Lomo Compact Automate (LCA) – კამერის დახმარებით, რომელიც იწარმებოდა სანქტ-პეტერბურგში. ეს არის გარკვეული სტილი და ფილოსოფია ფოტოგრაფიაში.

ლომოგრაფები იღებენ ფოტოებს სწრაფად და ‘ბრმად’ (თეძოს სიმაღლიდან, წინ გამოწეული ხელით, ზურგიდან და ა.შ.) და ამას აკეთებენ ყველგან და ყოველთვის. “დაუმიზნებლად” გადაღებისას ლომოგრაფები ახერხებენ ერთდროულად მიაღწიონ დოკუმენტალისტიკას და მხატვრულობას.

ლომოგრაფია ხუმრობით დაიწყო. ვენური სამხატვრო აკადემიის ორი ავსტრიელი სტუდენტი მათიას ფიგლი და ვოლფგანგ შტრანციგერი, პრაღაში ისვენებდნენ. მათიასმა ერთ-ერთი მაღაზიის საწყობიდან, სულ რაღაც 12 დოლარად, შეიძინა “ლომო-კომპაქტი”. მეგობრებმა პრაღა მოიარეს და თან ყველაფერს ‘ბრმად’ იღებდნენ. ვენაში დაბრუნებულებმა კი, სტუდენტური საცხოვრებლის სახურავზე, გააგრძელეს კამერით გართობა.  ფოტოების დაბეჭდვის და პანოზე დალაგების შემდეგ, მეგობრები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ. უზარმაზარ პანოზე, მათი დასვენების მოგონებები იყო დალაგებული.

ახალგაზრდებმა გამოფენის მოწყობა გადაწყვიტეს, თუმცა იმის გამო, რომ გამოფენის ფინანსები არ ჰქონდათ, მეგობრებმა დაარეგისტრირეს ოფიციალური ორგანიზაცია და დახმარებისთვის ვენის მერიას მიმართეს. ასე შეიქმნა ‘ლომორაფიის საერთაშორისო საზოგადოება’ ვენაში.

‘ლომო-კომპაქტის’ მწამოებელთან გაცნობა 1994 წელს შედგა, როდესაც ლომოგრაფების გამოფენა მოსკოვშიც ჩატარდა. ამ დროისთვის, ლომოს წარმოებას შეჩერებას უპირებდნენ, მიზეზი კი საბჭოთა წარმოების კამერების გაყიდვების ვარდნა იყო. ლომოგრაფების გაცნობის შემდეგ, “ლომო-კომპაქტის” წარმოება განაახლეს, ლომოგრაფიის საერთაშორისო საზოგადოებას კი, ‘ლომო-კომპაქტის’ ექსკლუზიური მიმწოდებლის უფლებები გადაეცა.

ამჟამად, ლომოგრაფების საზოგადოება არის დიდი ორგანიზაცია, რომლის რიგებიც მუდმივად ივსება. ამ ორგანიზაციამ მსოფლიოს 70 ქვეყანაში, ლომოგრაფიის საელჩოები გახსნა, რომლებსაც აქვთ უფლება გამოიყენონ იდეები და კამერები. და, რა თქმა უნდა, ლომოგრაფია ეს არის ცხოვრების წესი და განსაკუთრებული მსოფლმედველობა. ავსტრიელებმა სახალისო გაშიფრვაც კი მოუფიქრეს ლომოს – LoMo – ‘love and motion’ – სიყვარული და მოძრაობა. ზუსტად ეს გახდა ლომოგრაფიის საერთაშორისო მოძრაობის დევიზი.

იყო ლომოგრაფი, ნიშნავს იყო ექსპერიმენტატორი, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით იყო მიმართული რეალობისკენ, იყო ცნობისმოყვარე და მამაცი. ამ პრინციპებით ლომოგრაფიის საელჩოები ყველა მსურველს ეხმარება ლომოს სტილში გადაღებაში. მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საელჩოებს დახმარების ან რჩევებისთვის, ასევე ახალი ამბების გასაგებად სხვა ქვეყნების ლომოგრაფებისგან, მიიღონ მონაწილეობა ლომო-კონკურსებში და ლომოს გასართობ ღონისძიებებში.

შენი ლომოგრაფიები ეს არის შენი ხედვა, შენი გრძნობები, შენი ცხოვრება. და როდესაც შენი ლომოგრაფიები ერთიანდება სხვა ადამიანების ლომოგრაფიებთან, იქმნება უზარმაზარი ლომო-კედლები, რომლებიც უამრავი კილომეტრების ლაბირინთებად იშლება საგამოფენო სივრცეებში.

დროთა განმავლობაში, ლომოგრაფები არა მხოლოდ ‘ლომო-კომპაქტით’ შემოიფარგლებიან. ამასობაში, ბევრი სხვა გასართობი ფოტოკამერა შეიქმნა, რომლებიც ლომოს ეფექტით საკმაოდ კარგი კადრების გადაღების საშუალებას იძლევიან. თუმცაღა ‘ლომო-კომპაქტი’ მაინც რჩება ლომოგრაფის ნამდვილ მეგობრად.

‘ლომო-კომპაქტი’ (LCA) არის ჯიბის პირველი საბჭოთა ფოტოკამერა, რომელიც ფართეკუთხიანი დიაპაზონით, ელექტრონული ჩამკეტით (Shutter) და ელექტრონულად სამართავი ექსპოზიციის საზომით არის აღჭურვილი. კამერა განსხვავდება თავისი მყარი კორპუსით, სიმსუბუქითა და კომპაქტურიბითა და სიმარტივით.

ლომოგრაფიის ათი ოქროს წესი:

◘ ყოველთვის თან იქონიე ლომო;
◘ გამოიეყენე ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით;
◘ ლომოგრაფია ეს არის შენს ცხოვრებაში ჩარევა, მისი ნაწილია;
◘ მიუახლოვდი შენს ლომოგრაფიულ სურვილებს რამდენადაც შეგიძლია;
◘ არ იფიქრო;
◘ იმოქმედე სწრაფად;
◘ არ გჭირდება წინასწარ იცოდე, რა გაქვს ფირზე;
◘ არ გჭირდება იცოდე ეს ეხლა და მერე;
◘ გადაიღე ბრმად;
◘ დაივიწყე წესები.


 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *