თენგიზ სეფაშვილი
სკულპტორი
„კინეტიკური სკულპურების კეთება ოთხი წლის წინ დავიწყე. უკვე ასამდე ნამუშევარი მაქვს შექმენილი. ყველაფერს ჩემი სურვილის მიხედვით ვქმნი. ეს კი, ყველაზე დიდი ბედნიერებაა.“
„მახსოვს, რომელი სკულპურა გავაკეთე პირველად, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რომელი იყო მეორე ან მესამე. ყოველთვის, როცა რაღაცას ვქმნი, გონებაში უკვე მომდევნო ინსტალაციაზე ვფიქრობ. მხოლოდ მარტივ ჩანახატს ვაკეთებ. ხანდახან სკულპტურებზე ფიქრში ღამე ვერ ვიძინებ. წამოვდგები, ჩავინიშნავ. მეორე დღეს კი, მას უკვე რელობად, სივრცულ ფიგურად ვაქცევ.“
„ყველა სკულპტურას თავისი პერსონაჟი ყავს. ზოგი მათგანი რეალურია. ყველა ინსტალაცია კი, რაღაც ამბავს ყვება. ინსპირაციას სოციალურ–პოლიტიკური მოვლენებიც მაძლევს. რეალობისგან განყენებულად ვერ ვიცხოვრებ.“
„საგანს საგნისთვის არ ვიყენებ. ყველა დეტალს ქვეტექსტად ჩემი დამოკიდებულება აქვს. მთავარია, გადმოვცე ის, რაზეც ვერ ვსაუბრობ.“
„მუდმივი ძიება და წინსვლა, ჩემი ხასიათის მთავარი ნიშნებია. არ ვიცი, სად გავჩერდები. ვერც წლების გასვლას ვგრძნობ. ყოველთვის, როცა ჩემს სკულპტურას ვშლი და საგამოფენოდ ვაგზავნი, ამ ფაქტს, განვლილ ეტაპს ვარქმევ. ის, რაც იყო, აღარ მაკმაყოფილებს.“
„ჩემი სამყარო მაქვს, თავს ყველაზე კომფორტულად დიდ სივრცეში ვგრძნობ. ჩემი ნამუშევრებიც დიდი სივრცისთვისაა.“
ფოტო: იანა ყორბეზაშვილი
ესაუბრა: თაკო ფოლოდაშვილი
• მოდა დიდ ქალაქში • შემდეგი:
• ინსპირაცია – დეპრესია •