• ინსპირაცია – დეპრესია •

ავტორი • 06/08/2016 • მოდაკომენტარი (0)315

თამთა ბარამია
დიზაინერი


„საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობ. გერქვას დიზაინერი, ამისთვის, საჭიროა გაიარო უამრავი ეტაპი და სულ ცოტა, უნდა შეგეძლოს ძალიან კარგად კერვა. ვცდილობ, ვიცოდე ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება.

ლურჯი კაბის თარგიც და ტყავის დეტალებიც მე გავაკეთე. დამუშავდა და გაცოცხლდა აბსოლუტურად ჩემს ხელში. კარგია, როცა თვითონ გრძნობ ფორმას. ფორმასთან ახლოს ყოფნისას მოდის იდეები. იხვეწები.

რაც უფრო ეხები ამ სფეროს, მით უფრო ხშირად ხვდები, რომ რაღაც გაკლია. ამიტომაც ვამბობ, რომ მე დამწყები დიზაინერი ვარ.”

img_0683

img_0675

“ამ შემთხვევაში, ჩემი ინსპირაცია დეპრესია გახდა. დეპრესიას სხვადასხვა ფაზა აქვს. როგორც ხშირად ხდება, ამ დროს უმოქმედო ხარ, უემოციო. განიცდი დისკომფორტს.

ჭარბი დოზით ლურჯს დეპრესიისკენ მიყავხარ. პირველად ჩემთვის დეპრესია ფერი იყო. ტყავის ყვავილები და ფოთლები წელზე ეხვევა და კისრამდე ადის. ქმნის სრულ დისკომფორტს, როგორც დეპრესია. შავი ტყავის დეტალები კი შავი ლაქაა.

მთავარია ესკიზის გაცოცხლება შეძლო, ზუსტად გრძნობდე, როგორ განხორციელდება. ეს პრაქტიკა წლებს მოაქვს. გააცოცხლო ზუსტად ისე, როგორც გინდა.

უნდა ფლობდე სხეულს, სხეული კი, უემოციოდ, ძალიან მშრალია.“

img_0769

img_0786

img_0780


ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი
ავტორი: ნატა ავალიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *