მაკა მიქელაძე
მხატვარი
„როგორც კი საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავ, პრობლემა უკვე ისტორია ხდება.“
„დეპრესია გამოუყენებელი ენერგიაა. თუ ეს ენერგია გამოსავალს ხელოვნებაში იპოვის, საუკეთესო შედეგი მიიღება. ეს შედევრია და ადამიანის ხსნა.”
„დეპრესიის დროს ხატვა საუკეთესო თერაპიაა. თავდავიწყებით ხატვას ყოველთვის დეპრესიის პერიოდში ვახერხებდი. დეპრესიაში მყოფ ადამიანს თუ გაცნობიერებული აქვს თავისი მდგომარეობა, მას უნდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ასეთ დროს ყველაზე კარგია ღმერთისა და საკუთარ თავის შეცნობა. ავტოპორტრეტის შექმნა კი საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა.“
„თუ ადამიანს თვითგამოხატვა შეუძლია, ეს საუკეთესო გამოსავალია გაცნობიერებული მდგომარეობიდან. თვითგამოხატვის კულტურა აუცილებელია. ფერებით, ხაზებით, პოეზიით, აზრის ჩამოყალიბებით ან თუნდაც სასულე საკრავზე მთელი გრძნობით ჩაბერვით…“
ავტორი: ნატა ავალიანი
ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი
საბჭოთა მოზაიკები საქართველოში შემდეგი:
ქართული ანბანი – მითი და სიამაყე